მიშელ ობამა

მიშელ ობამა FACEBOOK-სა და YOUTUBE-ზე ყოველკვირეულად ბავშვებს წიგნს წაუკითხავს

Cnn.com

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, Facebook-სა და Youtube-ზე ყოველკვირეულად ბავშვებს წიგნს წაუკითხავს.

პროექტი 20 აპრილს დაიწყო და 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

"როგორც პატარა ბავშვს, ძალიან მიყვარდა ხმამაღლა კითხვა. და როდესაც მშობელი გავხდი, ძალიან მართობდა ჩემი შვილებისთვის ისტორიების გაზიარება. შემდეგ კი, როგორც პირველ ლედის, ყველა ბავშვისთვის გაზიარება.

ახლა, როდესაც ძალიან ბევრი ოჯახი სტრესის ქვეშ იმყოფება, აღელვებული ვარ ბავშვებს მივცე შანსი, ივარჯიშონ კითხვაში და მოისმინონ საოცარი ისტორიები", - წერს მიშელ ობამა განცხადებაში.

ყოფილი პირველი ლედი პროექტის განსახორციელებლად PBS Kids-თან და Penguin Random House-თან ითანამშრომლებს. ჩანაწერები PBS Kids-ის ოფიციალურ გვერდებზე გავა.

გაეცანით სიას, რომელ წიგნებს წაუკითხავს მიშელ ობამა ბავშვებს:

  • 27 აპრილი - ტომ ფლეტჩერის წიგნი "There is a Dragon in Your Book".
  • 4 მაისი - ელიზა ვილერის წიგნი "Miss Maple's Seeds".
  • 11 მაისი - ერიკ კარლის წიგნი "The Very Hungry Caterpillar".

კომენტარები