ჩვენ 2020 წლამდე ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი პოლიტიკური ძალა საზოგადოებასთან ერთად, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შანსები, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის შანსები, არამედ თავად ქართული ოცნების. როდესაც თავხედი, ხულიგანი და არამართალი ადამიანი ზის და ნოტაციებს გვიკითხავდა და გვიყვიროდა, რომ მონები და სატელიტები ვართ ივანიშვილის, ვინ მოითმენდა ამას?! კიდევ კარგად მოითმინა ირმამ.
პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად არ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მას დროულად შეეძლო გამოეცხადებინა შესვენება, მაგრამ ეტყობა კობახიძეს ჩვენი ხელთ უნდოდა "ნაციონალების" ცემა.