კენია

კენიაში მონეტებზე გამოსახული პოლიტიკური ლიდერები ცხოველებით ჩაანაცვლეს

BBC.com

კენიაში მონეტებზე გამოსახული პოლიტიკური ლიდერები ცხოველების გამოსახულებებით ჩაანაცვლეს.

წინა მონეტებზე გამოსახულები იყვნენ ყოფილი ლიდერები: ჯომო კენიატა, დანიელ არაპ მოი და მუაია კიბაკი.

ახალ მონეტებზე კი ლიდერების ნაცვლად კენიის ველური ბუნების წარმომადგენლები არიან გამოსახულები - ლომები, სპილოები, ჟირაფები და მარტორქები.

კენიის პრეზიდენტის უჰურუ კენიატას თქმით, მოენეტებზე გამოსახულებების ცვლილება "დიდი ცვლილება" და "აჩვენებს რომ ერმა დიდი გზა გაიარა".

კომენტარები