ნიკ ქეივი

ნიკ ქეივი: ისრაელის კულტურული ბოიკოტი სიმხდალე და სირცხვილია

Mojo Magazine

ავსტრალიელი მუსიკოსი ნიკ ქეივი, რომელმაც ორი კონცერტი ჩაატარა თელ ავივში გასულ წელს, გააკრიტიკა როჯერ უოტერსმა, კენ ლოუჩმა, ბრაიან ენომ და სხვებმა. მათ მოსთხოვეს ქეივს, რომ ისრაელში კონცერტები გაეუქმებინა, თუმცა მომღერალმა ამაზე უარი განაცხადა.

ქეივს ფანმა ჰკითხა, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნიკმა მას სამშაბათს უპასუხა და გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ბრაიან ენოს, ბრიტანელ მუსიკოსს მისწერა.

“მე არ ვუჭერ მხარს ისრაელის ახლანდელ მთავრობას და ჩემი გადაწყვეტილება, რომ ისრაელში კონცერტები გავმართო არ უკავშირდება მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერას. მე არ დამვიწყებია ის საშინელებები, რასაც თქვენ აღწერთ და ისინი ჩემთვის უცნობი არ არის. ჩემთვის ცნობილია ის უსამართლობებიც, რის გამოც პალესტინელი ხალხი იტანჯება და მსურს, რომ ყველა ადამიანის ტანჯვა შემსუბუქდეს, რომელთა სინდისი სუფთაა. ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი გადაწყვეტილება, რომელიც დიდ პოლიტიკურ სურვილს მოითხოვს ორივე მხრიდან. “ - თქვა ქეივმა.

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია ბოიკოტისა და სანქციების მხარდაჭერა - “ისრაელის კულტურული ბოიკოტი სიმხდალე და სირცხვილია. რეალურად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც ვუკრავ ისრაელში - არა პოლიტიკური ერთიანობის გამო, არამედ პრინციპულად ვეწინააღმდეგები მუსიკოსების ბულინგის, დარცხვენისა და გაჩუმების მცდელობას.”

ქეივი აღნიშნავს თავის წერილში, რომ ბოიკოტი არ არის სწორი გადაწყვეტილება და არ მოიტანს შედეგს.

“უფრო ძლიერი განცხადების გაკეთება შეგიძლია, თუ წახვალ ისრაელში, ეტყვი პრესასა და ისრაელის მოსახლეობას, თუ რას ფიქრობ მათ ამჟამინდელ რეჟიმზე. ეს იქნება მეტად ეფექტური, ვიდრე ბოიკოტი. რაც არ უნდა იყოს ისრაელის მთავრობის პირების უფლებები, ან მათ მიერ ჩადენილი ქმედებები, ისრაელი ნამდვილი, დემოკრატიული სახელმწიფოა - დიახ, არაბი წევრებით პარლამენტში… მუსიკის გამოყენება, რომ დასაჯო ისრაელის მოქალაქეები მათი მთავრობის ქმედებების გამო - არასწორია. მე ვერ მოვექცევი ჩემს ისრაელელ ფანებს სხვანაირად.” - წერს არტისტი.

ნიკ ქეივს არ დაუწერია, უპასუხა თუ არა ენომ მის წერილს.

კომენტარები