ნიკ ქეივი

"თუ გვიყვარს, ვგლოვობთ" - ნიკ ქეივი შვილისადმი მიძღვნილ წერილს ასაჯაროვებს

Mojo Magazine

ავსტრალიელმა მომღერალმა, ნიკ ქეივმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც თავისი შვილის, 15 წლის არტურის გარდაცვალების შემდეგ დაწერა.

ნიკ ქეივმა წერილის გამოქვეყნებით, მის ფანს უპასუხა, რომელიც წერდა, რომ "რაღაც კომუნიკაციას" კვლავ გრძნობდა იმ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ, რომლებიც გარდაეცვალა.

"თუ გვიყვარს, ვგლობოთ. მე ყველგან ვგრძნობ ჩემი შვილის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ის აქ არ არის", - წერს ნიკ ქეივი.

არტური 2015 წელს დიდ ბრიტანეთში, ბრაიტონში გარდაიცვალა, ის კლდიდან გადავარდა.

"გლოვა და სიყვარული სამუდამოდ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. გლოვა საზარელი შემხსენებელია ჩვენი სიყვარულის სიღრმეებისა და ისევე, როგორც სიყვარული, გლოვა არ არის დათმობადი. გლოვას აქვს თვალუწვდენელობა, რომელიც წალეკავს ჩვენს პაწაწინა "მეებს". ყველა სახის სიგიჟე არსებობს: მოჩვენებები, "სულები", სიზმრისეული წარმონაქმნები და ყველაფერი სხვაც, რაც ჩვენს ტანჯვაშია, არსებობს. ეს ყველაფერი ძვირფასი საჩუქრებია და ისეთივე რეალური, როგორც ჩვენ გვჭირდება რომ იყოს. ისინი არიან ჩვენი სულიერი წინამძღოლები, რომლებიც წყვდიადიდან გაგვიძღვებიან", - წერს ნიკ ქეივი.

მომღერალმა ასევე დაწერა, რომ მისი შვილის არსებობას ყველგან გრძნობს.

"მე მესმის როგორ მესაუბრება ის, როგორ მასწავლის, როგორ მიძღვება, თუნდაც აქ არ იყოს. ისევე როგორც იდეები, ეს "სულები" შესაძლებლობებზე გესაუბრებიან. მიყევით თქვენს იდეებს, იმიტომ რომ იდეის მეორე მხარეს არის ცვლილება, ზრდა და გათავისუფლება. შექმენით თქვენი "სულები", დაუძახეთ, მიეცით საშუალება იყვნენ ცოცხლები, ესაუბრეთ", - წერს ნიკ ქეივი.

კომენტარები