საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს. ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტებს თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას უთხრა.
"მე დღეს გესაუბრებით სამომავლო გეგმებზე. ლოგიკური დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. გამორიცხულია",- აღნიშნა მინისტრმა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო გუნდში ცვლილებები იგეგმება.