ტყვიის შემცველობა

გარემოს დაცვის სამინისტრომ ბენზინში ტყვიის შემცველობის დასადგენად სინჯების აღება დაიწყო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. ისინი ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით სინჯებს იღებენ. ქვეყნის მასშტაბით, 240 სინჯს აიღებენ.

"შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე მოხდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს.

კვლევის შედეგად, დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებით" - აღნიშნავს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

კომენტარები