ნიკა რურუა

ზურაბიშვილის სამძიმარი - "ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება"

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდცვალების გამო მის ოჯახს უსამძიმრებს.

"ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!", - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

პოლიტიკოსი, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები