ავღანეთში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე ოპოზიციურმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.
ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ N1 საარჩევნო უბანზე 752 ამომრჩევლიდან ხმა 750-მა მისცა, აქედან 366-მა გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო 316-მა სალომე ზურაბიშვილს. ბათილად ჩაითვალა 68 ბიულეტენი.
რაც შეეხება მაზარი-შარიფს, ბაზა მარმალზე რეგისტრირებული 144 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 143 ადამიანი მივიდა. აქედან, 86-მა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა, 46-მა კი სალომე ზურაბიშვილს. ბათილად ჩაითვალა 11 ბიულეტენი.
საერთო ჯამში, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 316 ხმა მიიღო, ხოლო ოპოზიციურუმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 452 ხმა.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ავღანეთში გახსნილ უბნებზე სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



