არჩევნები 2018

სააკაშვილი: საქართველოს ისევ მოაჯდა ურჩხული

ვარდების რევოლუციის 15 წლის თავზე გვაქვს დიდი გამოწვევა. საქართველოს ისევ მოაჯდა ურჩხული. ისევ შევარდანაძის ბევრი ძველი კადრი, ძველი სისტემა დაბრუნდა. ისევ მიგვათრევენ 90-იანებში და კიდევ უფრო უკან. ზუსტად ვიცი, ჩვენი ხალხი ახლაც დაანახებს მსოფლიოს საკუთარ თავმოყვარეობას, ღირსებასა და ყველას მართლაც განაცვიფრებს. საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა. მწამს, ქართველი ხალხის, ჩვენი ბრძოლისუნარიანობის და გამძლეობის, ჩვენი გადარჩენის ინსტინქტის, ჩვენი გამარჯვებიკენ სწრაფვის. წმინდა გიორგი იყოს ამ ყველაფერში ჩვენი მფარველი. ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ პრობლემებსაც. საქართველოს ყველაფერი გამოუვა, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა! დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

კომენტარები