ჭარბვალიანობა

პრემიერი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას 11:00-ზე წარადგენს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას დღეს წარადგენს. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 11:00 საათზე პრემიერმინისტრი ბრიფინგს გამართავს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ამ ინიციტივაზე ისაუბრებს.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი "ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს". იქამდე, ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. სწორედ ვაშაძის განცხადების შემდეგ გამართა ბრიფინგი კახა კალაძემ და თქვა, რომ მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. 

ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს".

კომენტარები