ჭარბვალიანობა

ვებგვერდი, რომელზეც ე.წ შავ სიაში მყოფი პირები დარეგისტრირდებიან, დღეს გაეშვება

ტაბულა

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ე.წ შავ სიაში მყოფი მოქალაქისთვის სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს, 10 დეკემბერს ამოქმედდება. 

"ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის და ლიბერთი ბანკის მომხმარებლები" - ამბობს ბახტაძე და აღნიშნავს, რომ 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოქალაქეებს ე.წ შავი სიიდან ამოიღებენ.

ვებგვერდის მისამართია Vali.ge და ის 18:00 საათზე გაეშვება. დომენის მფლობელია ფონდი “ქართუ”.

მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, ვალების განულებისათვის საჭირო თანხას ფონდი ქართუ ფარავს.

ეს პროექტი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ხმების ყიდვად შეაფასა.

კომენტარები