გია ნოდია

ნოდია: სპეკულანტობა, ქალი პოლიტიკოსი ვარ და თუ შემაგინეთ, ზოგადად ქალებს ერჩითო, სასაცილოა

ძალიან ცუდია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია ოპონენტს პირადი შეურაცხყოფის გარეშე დაუპირისპირდეს. ეს პოლიტიკური კულტურის ზოგადი პრობლემაა. თუ კონკრეტული და რეალისტური მუქარაა, ის გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

მაგრამ იმით სპეკულანტობა, ქალი პოლიტიკოსი ვარ და მე თუ შემაგინეთ, ზოგადად ქალებს ერჩითო, სასაცილოა. თუ ქალი პოლიტიკაში მიდის, მერე იქ კურტუაზულ მოპყრობის წესებს ნუ ელის. ზუსტად ისევე მოექცევიან, როგორც კაცს და ეს წინასწარ უნდა იცოდეს.

თუ კონკრეტულად ეტყვიან: ქალო, ქუხნაში წადი, პრეზიდენტად რა გინდაო, სხვა ამბავია. ეს უთხრა ვინმემ სალომე ზურაბიშვილს? ეს თუ უთხრა, ძალიან მიუქარავს, მაგრამ მე არ შემიმჩნევია

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს - "მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია." ჩუგოშვილი ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებიან.

კომენტარები