არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის მოადგილე. თქვენ რომ ნიშნის მოგებით მეუბნებით, თქვენს ობიექტურობში მეპარება ეჭვი. ხომ იცით რომ აღარ არის დიდი ხანია, არა? 5 წელია, უკვე. მაინც მეუბნებით... ჩემი მინისტრის მოადგილე ამბობს სრულ სისულელეს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში რუსეთი არ იყო ჩარეული, სრულად არაადეკვატურია ის განცხადება, რაც გააკეთა ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით.
tbl.ge/394g
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ეხმაურება მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას. მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილი იყო "გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს"
ამავე თემაზე
- ოპოზიციის ალიანსი: თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი
- წილოსანი აქციაზე: მათი იქ ყოფნა და აგრესია არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან
- ოქრიაშვილი: თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არასდროს დასრულდება
- ზურაბიშვილი: მემორიალთან მოტანილი ტიტები ამკობს დღეს მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებსაც
- ჯაფარიძე: 9 აპრილს მაინც უნდა გავიაზროთ, რომ ვინც "აბა ომი გინდას" კითხულობს, გვწირავს




