დორტმუნდის "ბორუსიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ადგილობრივ ჟურნალისტზე ხელი აწია. Bild-ის ცნობით, ფრანგს კონფლიქტი ჟურნალისტ პატრიკ გიიასთან მოუვიდა.
კლუბის ავტობუსში ასვლამდე, ჟურნალისტი რიბერისთან მივიდა და მას გაშვებულ გოლებში ადანაშაულებდა. გაღიზიანებულმა ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა და ჟურნალისტს ხელი დაარტყა.
დორტმუნდის "ბორუსიამ" მიუნხენის "ბაიერნი" 3:2 დაამარცხა. ბუნდესლიგის 11 ტურის შემდეგ, "ბაიერნი" სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.