მორჩაძესთან დაკავშირებით მე პრეტენზია არ მქონია და არც მექნება - ვინც არის პასუხისგებაში მისაცემი, ის მისცენ და ვიღაცების მოძებნას და ვითომ საქმის გადაფარვას შეეშვან.
ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს პიროვნება როცა პასუხისგებაში მისცეს, მაშინაც გაურკვეველი იყო, რა მოტივით იყო პასუხისგებაში მიცემული. ეს მგონია ისევ თამაში ხელისუფლების მხრიდან. ჩემი აზრით, ის მაშინ პასუხისგებაში მისცეს სუბელიანის თამაშის გამო, რომ თითქოსდა რაღაცას აკეთებს შსს და პროკურატურა. ეს იყო უსაფუძვლო ნაბიჯები. რაც შეეხება მოწმეების მოსყიდვას და დაშინებას, იმდენი ადამიანი ჰყავთ პასუხისგებაში მისაცემი, რომ თითები არ გვეყოფა მის ჩამოსათვლელად