ბოლონია

თუ ბოლონიაში უარს იტყვით მანქანით გადაადგილებაზე, უფასო ლუდს მიიღებთ

www.independent.co.uk

იტალიის ქალაქ ბოლონიაში გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის პროექტი ასაჩუქრებს იმ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ მანქანებზე და იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველოსიპედს ან მოძრაობენ ფეხით.

ამ კამპანიას “ბელა მოსა”, ანუ “ყოჩაღ” ჰქვია. ქალაქის მგეგმავმა მარკო ამადორიმ, ეს პროექტი 2017 წელს შეიმუშავა, რათა ბოლონიაში მცხოვრებლებისთვის ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ფეხით გადაადგილება უფრო მომხიბვლელი გაეხადა.

როგორ მუშაობს “ბელა მოსა”?

იმისთვის, რომ უფასო ნაყინის, კინოს ბილეთების, ან ლუდის მიღება შეძლო, აუცილებელია აპლიკაცია “უკეთესი ქულების” გადმოწერა, სადაც შეგიძლია დააფიქსირო, თუ რა საშუალებებით გადაადგილდებოდი ქალაქში და დააგროვო შესაბამისი ქულები.

“ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მანქანით მგზავრობა შეცვალოს ველოსიპედით ან ავტობუსით მგზავრობით და შესაბამისად მიიღოს ფასდაკლებები კარგად მოქცევისთვის. “ - ამბობს მარკო ამადორი BBC-სთან ინტერვიუში.

უკვე 100 ადგილობრივი ბიზნესი დათანხმდა, რომ ფასდაკლების ვაუჩერები გასცეს და ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ დააგროვებს მეტ ქულას.

ქულების დაგროვების სისტემა არ არის დამოკიდებული მანძილზე, არამედ ერთ მგზავრობაზე, რაც ნიშნავს, რომ მოკლე მანძილზე გადაადგილების შემთხვევაშიც შეგიძლია ქულების მიღება.

GPS კი უზრუნველყოფს, რომ ადამიანებმა არ მოიტყუონ და ნამდვილად გამოიყენონ ის ტრანსპორტი, რომელსაც აპლიკაციაში უთითებენ.

ერთ დღეში ქულების დაგროვება მხოლოდ 4 მგზავრობისთვისაა შესაძლებელი, ამიტომ ადამიანებს დრო სჭირდებათ ქულების დასაგროვებლად, რაც აპლიკაციის გამოყენების დროს ზრდის.

“ბელა მოსა” ბოლონიის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.

გასულ წელს “ბელა მოსას” აპლიკაციის მომხმარებლებმა 3.7 მილიონი კილომეტრი გაიარეს და ჯამში 16,000 ვაუჩერი გაიცა.

კომენტარები