არჩევნები 2018

საგარეჯოში საარჩევნო მაგიდებზე სუფრა გაშალეს

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საგარეჯოს მე-11 ოლქის 45-ე უბნის საარჩევნო მაგიდებზე გაშლილი იყო სუფრა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კენჭისყრის მიმდინარეობისას სადილობდნენ.

კომისიის წევრებმა დამკვირვებლის გამოჩენისთანავე სუფრას მუყაოს ყუთი გადააფარეს.

კომენტარები