ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური

"მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია," - ბიძინა ივანიშვილი გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც, გამავრცელებლების მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და და მისი ბიძის საუბარია ასახული.

"იმ ჩანაწერების მე არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დამტკიცდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა არაფერი არ მიკვირს, არ მიკვირს თუნდაც, ის ჩემთან დამოკიდებულება, გვარამიას გამონათქვამი კვესიტაძესთან ერთად, რა სიტყვებს ხმარობს ჩემზე და როგორ ცდილობს... ესენი რომ ამაზე არიან წამსვლელები ეჭვს არ იწვევს. უკაცრავად და საზოგადოებას ვეტყვი, მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს, საკუთარ თავს უკეთებენ ეს უბედურები ამას ყველაფერს და ვერ გრძნობენ. მაგათ მაშინ ჰქონდათ რამის თავი მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი და ინსტრუმენტები რომ ჰქონდათ, მთელი პოლიცია, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, მაშინ კლავდნენ, მაშინ ჩადიოდნენ ყველაფერს. ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ?!  ეგრე არ არის, არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ. წამსვლელები რომ არიან კი ბატონო, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ თუ ვინმეს რამე ფიქრი და შიში გაქვთ, არაფერი მსგავსის თავი მაგათ არ აქვთ, საკუთარი შარვლიდან ხტება ეს საცოდავი, ეს პატარა კაცები, კარგად თქვა კობახიძემ, გუშინ როცა ზურაბიშვილს დავუჭირეთ მხარი, ათჯერ გავიმეორე უკვე ეგ ფრაზა, ვისაც ვხვდები ყველას მაგას ვეუბნები, სუსტი კაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. ეს პატარა კაცები წამომცდა, მაგრამ სააკაშვილი მაღალია, მაგრამ პატარა კაცია, ესენი პატარები არიან. სუსტი ხალხი არიან, სუსტი კაცები არიან." - ამბობს ივანიშვილი.

კომენტარები