ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: ამდენი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეშია და ეჭვი არ შეაქვთ დემოკრატიაში

აბა, ნახეთ - პრემიერმინისტრი(ვანო მერაბიშვილი) გახლავთ ციხეში, შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ციხეშია, თავდაცვის მინისტრი, ქალაქის მერი, პრეზიდენტი დევნაშია, მთავარი პროკურორი დევნაშია და ა.შ და ამ დროს, ძალიან ახლოს ვართ, რომ ევროპაში უვიზოდ ვიმოგზაუროთ და მსოფლიოში და ევროპაში ეჭვი არ შეაქვთ იმაში, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება. ამის მოხერხება იყო საოცრება. ერთი წელი ვიყავი პრემიერმინისტრი და 90% დროს ამ მიმართულებით ვხარჯავდი, ამერიკელებისა და ევროპელებისთვის ობიექტური პასუხი გამეცა, რა ხდება და როგორ ხდება. აღშფოთებული იყვნენ. 4 წელი გავიდა და ყველა შეეგუა და ყველამ გაიგო, რა ხდებოდა საქართველოში.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტექნოპარკში დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები