ხარაგაულში, სოფელ ზვარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი გარდაიცვალა.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რასაც სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უწყების ინფორმაციით, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება - ადგილზე მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი.