ჩემპიონატი მინი ფეხბურთში - ერთმანეთს თბილისის ეკლესიების მრევლი შეეჯიბრება. ჩემპიონატის ორგანიზატორი მოძრაობა "დავითიანნია".
ჩემპონატი დღეს, 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მუშატედის ბაღში მდებარე მოედანზე დაიწყება. ტურნირი 1 კვირას გასტანს, ფინალი 28 ოქტომბერს შედგება.
იქამდე კი, 12 საათზე სამების გალავანში პრესკონფერენცია და ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ეკლესიების მრევლი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
A ჯგუფი
- ვაკის ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
- სიონი
- დიდი დიღმის ვახტანგ გორგალის სახელობის ტაძარი
- ოქროყანის ღვთისმშობლის ტაძარი
- ჯვრის მამათა მონასტერი
- სამების მონასტერი
B ჯგუფი
- ვაკის სამება
- ქაშუეთი
- საბურთალოს მონასტერი
- საბურთალოს კვირიკე და ივლიტას ტაძარი
- საბურთალოს ჯვართამაღლების ტაძარი
- დიდი დიღმის 100,000 მოწამის სახელობის ტაძარი

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



