ჩვენ 28 ოქტომბერს არჩევნები მოგებული გვაქვს, რა ყალბი ციფრებიც არ უნდა აქვეყნოს "ქართულმა ოცნებამ". მთავრია, რომ ჩვენ ეს გამარჯვება დავიცვათ არა გაერთიანებული ოპოზიციისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის იმიტომ, რომ 28 ოქტომბერი არის რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ერთად გავიმარჯვებთ, ერთად მოვუგებთ და ერთად საქართველოში სამუდამოდ დამკვიდრდება ერთიანი, ეროვნული, დემოკრატიული მთავრობა და დემოკრატიული მმართველობა, რომელის შემადგენელი ნაწილიც იქნება ოპოზიცია და სადაც აღარასოდეს აღარ იქნება პოლიტიკური პოლიცია
პრეზიდენტობის კანდიდატი
ვაშაძე: არჩევნები მოგებული გვაქვს, რა ყალბი ციფრებიც არ უნდა აქვეყნოს "ქართულმა ოცნებამ"
tbl.ge/36zu
დაკოპირდა
"ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მარტვილში ამომრჩეველს შეხვდა.
ამავე თემაზე
- უსუფაშვილი: ქვეყანაში მიმდინარეობს წესების გარეშე ბრძოლა ხელისუფლებისთვის
- ბაქრაძე: ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე თითოეული ადამიანი ირჩევს საკუთარ მომავალს
- ნათელაშვილი: 28-ში ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი ლილოს რევოლუცია
- ზურაბიშვილი: მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი
- ზურაბიშვილი: ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ