ჩაჩავას კლინიკის ექიმი ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი შესწირა, Facebook-ზე წერს, რომ ხმას მას არ აძლევს. აღსანიშნავია, რომ საჯარო პოსტი, რომელიც კინტრაიამ გუშინ დილით დაწერა, მას შემდეგ, რაც მედიაში გაშუქდა, მის გვერდზე აღარ იძებნება.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი, ვისაც ჩემზე გული შეტკივა და მაფასებს. მათ შორის ისეთებიც, ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათი შეკითხვები გავაერთიანე და მინდა, ყველას ერთად ვუპასუხო:
1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას? - ვაპირებ;
2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ? - არა;
3. ვის მივცემ ხმას? - დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია;
4. ამას გულწრფელად ვამბობ? - დიახ;
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ სტატუსს ჩემი მეგობრებისთვის ვწერ. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს კიდე, ყველას შეგე წიოთ უფალი“- წერს ნიკოლოზ კინტრაია.
ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი ოქტომბრის დასაწყისში შესწირა. ნიკოლოზ კინტრაიასთან ერთად, ზურაბიშვილი რამდენიმე ათეული ათასი ლარით დააფინანსა ჩაჩავას კლინიკის ხუთმა ექიმმა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ჩაჩავას კლინიკის აქციების მფლობელია.





