სტივენ სიგალი

სტივენ სიგალმა სექსუალურ შევიწროებაზე დასმული კითხვის გამო გადაცემა დატოვა

ამერიკელი მსახიობმა სტივენ სიგალმა BBC-სთან სატელევიზიო ინტერვიუ სექსუალურ შევიწროებაზე დასმული კითხვის გამო ეთერი დატოვა.

BBC Newsnight-ის ჟურნალისტმა მსახიობს ბრალდებები შეახსენა და ჰკითხა თუ როგორ უმკლავდება ის ამ ყველაფერს. სიგალი გაღიზიანდა, ყურსასმენები მოიხსნა და ეთერი დატოვა. 

სტივენ სიგალი 2017 წლიდან დღემდე არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროვებაში. მათ შორის არიან ცნობილი ტელეწამყვანის ელენ დე ჯენერისის ცოლი პოტრია დე როსი, "კარგი ცოლის" ვარსკვლავი ჯულიანა მარგულისი და მსახიობი და ჟურნალისტი ლიზა გურერო.

მარგულისის თქმით, ის 23 წლის იყო, როცა სტივენ სიგალთან კასტინგზე სასტუმროში მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ ეგონა ქალი რეჟისორი დახვდებოდა იქ, სიგალთან ერთად ოთახში მარტო აღმოჩნდა.

„მე მისი იარაღი დავინახე. ცხოვრებაში პირველად ვნახე ნამდვილი იარაღი. არც მახსოვს, როგორ გამოვიქეცი ოთახიდან. მთელი გზა ვყვიროდი.“-განაცხადა ჯულიანა მარგულისმა.

ლიზა გურეროს თქმით, კი, სტივენ სიგალი სასტუმროში კასტინგის დროს მხოლოდ პირსახოცით დახვდა და სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარგი როლი შესთავაზა. გურერო შეთავაზებას არ დასთანხმდა, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ წლების განმავლობაში იღებდა სიგალის სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ავტომოპასუხეზე

პორტია დე როსიმ თვითერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და თქვა, რომ შემთხვევა სტივენ სიგალის ფილმის კასტინგზე მის ოფისში მოხდა.

„მან მითხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკრანიდან წამოსული ქიმია. დამაჯდა და ტყავის შარვლის ელვა გაიხსნა.“-ნათქვამია პოსტში.

თავად სიგალს ამ თემაზე კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. 

კომენტარები