სტივენ სიგალი

სტივენ სიგალს რუსეთის პრიმორსკის ოლქის გუბერნატორობა სურს

ჰოლივუდის მსახიობს, სტივენ სიგალს, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა და საგარეო საქმეთა სამინისტოშიც დაასაქმა ახლა, რუსეთის ერთ-ერთი ოლქის, პრიმორსკის გუბერნატორობა სურს

ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში მიმდინარე საერთაშორისო კონოფესტივალზე მაყურებლებთან შეხვედრისას თქვა.

ერთ-ერთმა მონაწილემ სიგალს ჰკითხა, სურს თუ არა მსახიობს პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის მიღება და მოინდომებდა თუ არა ის ოლქის გუბერნატორობას. 

„მე ჩამოვედი აქ. მინდა შევისწავლო პრიმორსკის ოლქი, უფრო მეტი ვნახო და თქვენი გუბერნატორიც გავხდე",- უპასუხა მან.   

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს პრიმორსკის ოლქში გუბერნატორის არჩევნები ჩატარდა თუმცა, პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა გამარჯვება, რის შემდეგ მეორე ტური 16 სექტემბერს ჩატარდა. თუმცა, შედეგები დარღვევების გამო საერთოდ გააუქმეს. განმეორებითი არჩევნები 3 თვეშია ჩანიშნული. 

2016 წლის ნოემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტივენ სიგალს ქვეყნის პასპორტი გადასცა. 2018 წელს კი მსახიობი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ-ამერიკული ურთიერთობების წარმომადგენლად დაინიშნა. 

კომენტარები