NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

კომპიუტერის კურსები, კინო და დისკუსიები - პროგრამები ხანდაზმულებისთვის რეგიონებში

ორშაბათი, 1 ოქტომბერი, 2018 - 18:40
UNFPA/დინა ოგანოვა
tbl.ge/35rb
დაკოპირდა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა
UNFPA/დინა ოგანოვა

წნორში მცხოვრები 88 წლის ზიზო მათეშვილი კომპიუტერის შესწავლას გეგმავს. აპირებს, რომ შემდგომ ეს უნარ-ჩვევები მოშორებით მცხოვრებ შვილიშვილებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს. მასთან ერთად წნორში ამ კურსებს კიდევ შვიდი ხანდაზმული გაივლის.

კომპიუტერული კურსები იმ ინიციატივის ნაწილია, რომელსაც კახეთსა და სამეგრელოში ახალგაზრდა აქტივისტები აქტიური დაბერების მხარდასაჭერად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით ახორციელებენ. UNFPA-ის ინფორმაციით, საპილოტე პროექტმა, რომელიც 2018 წლის ივნისში დაიწყო, 50-ზე მეტი ხანდაზმული გააერთიანა.

"ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო შეგვიქმნეს. აქ მოსვლა ჩემთვის დიდი სიხარულია. თანატოლები ვიკრიბებით და ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ, ჩვენი დარდისა და სიხარულის შესახებ ვყვებით, საშუალება გვაქვს, ახალი ინფორმაცია მივიღოთ და ცოდნა შევიძინოთ. ახალგაზრდა რომ ვიყავი და პენსიონერს ახსენებდნენ, მხოლოდ ღრმად მოხუცებულ ადამიანს წარმოვიდგენდი. ახლა უკვე ვიცი, რომ პენსიონერსაც სჭირდება სწავლა" - ამბობს 66 წლის ნაზი სეფისკვერაძე.

"ზუგდიდში არც კინოა, არც თეატრი. ამ პროექტმა სახლიდან გამომიყვანა. ერთი თაობის ადამიანებმა ერთმანეთი გავიცანით, ვიკრიბებით, ფილმებს ვუყურებთ. დღეს გაღიმებული სახეების დანახვა გაიშვიათდა, ჩვენ კი აქ ღიმილით გვეგებებიან", - ამბობს 69 წლის დინარა კაკაბაძე.

1 ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი პროექტის პირველ ეტაპს აჯამებს, რომელიც კომპიუტერის კურსებს, ფილმების ჩვენებას და დისკუსიებს, მუზეუმებში ვიზიტებს და სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით აქტივობას მოიცავს.

მათი ინფორმაცით, პროექტის მიზანი ხანდაზმულთა უნარ-ჩვევების ამაღლება და მათი სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართვაა, ასევე, გულისხმობს თაობათა შორის დიალოგის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ურთიერთპატივისცემას.

"აქტიური დაბერება ხანდაზმული ადამიანებისთვის ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც ისინი იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი და ჯანმრთელი წევრები. ამისთვის საჭიროა ხანდაზმულთა ფინანსური უსაფრთხოების გაზრდა, საპენსიო სისტემის რეფორმა, ხანდაზმულებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემოს ხელშეწყობა", - აღნიშნავს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.

ხანდაზმულთა რესოციალიზაციისა და აქტიური დაბერების ხელშემწყობი პროექტი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზუგდიდსა და წნორში მიმდინარეობს. მონაწილეებს ორივეგან ახალგაზრდების მიერ შექმნილი სოციალური კაფე მასპინძლობს - "ცოდნის კაფე" წნორში და "მეგო-ბარი" ზუგდიდში. 

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეUNFPAგაეროს მოსახლეობის ფონდი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕