ჩვენ უნდა ავირჩიოთ პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი - დიდი ქართველების შთამომავალი ქალბატონი, სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი, გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოდან რუსების ბაზების გაყვანაში. პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც ერთერთი პირველი დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და წლები იბრძოდა სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.
ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის.
სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება. იზიარებს ჩვენი დღევანდელი განცხადების პათოსს და სწორედ ამიტომ დგას ის დღეს ჩვენთან ერთად.
მოგიწოდებთ ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვუთხრათ უარი სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს





