ტაქსების ლიცენზირება

ტაქსების რეგისტრაციას დღეს, მუნიციპალური სერვისების სააგენტოებში შეძლებენ

თბილისის მერია

ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადებას მერია ავრცელებს. მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ
სერვის ცენტრებში გაივლიან:

 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული
სერვის ცენტრი - შარტავას ქუჩა N7
 ვაკის სერვის ცენტრი - თამარაშვილის ქუჩა N10ა
 გლდანის სერვის ცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ
 ისნის სერვის ცენტრი - ნავთლუღის ქუჩა N8/1
 დიდუბის სერვის ცენტრი - რობაქიძის გამზირი N2
 სამგორის სერვის ცენტრი - მოსკოვის გამზირი N14
 კრწანისის სერვის ცენტრი - ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული,
საუბნო განყოფილების შენობა
 მთაწმინდის სერვის ცენტრი - ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48
 ჩუღურეთის სერვის ცენტრი - ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის
ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა)
 საბურთალოს სერვის ცენტრი - ა. მიცკევიჩის ქუჩა N29
 ნაძალადევის სერვის ცენტრი - გურამიშვილის გამზირი, N16
კორპუსის მიმდებარედ.

თბილისის იუსტიციის სახლში გუშინ უპრეცედენტო რიგი იყო, ასობით კომპანიის წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ცდილობა ე.წ. "მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი" ორგანიზაციების რეესტრში ჩაწერას, რასაც მათ ახალი კანონმდებლობა ავალდებულებს.

ასევე დიდი იყო ტაქსების ლიცენზიის აღების მსურველი. ამის გამო მთავრობამ კომპანიების რეგისტრაციის ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა, ტაქსების ლიცენზიის აღებას კი დღეს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში შეძლებენ. ტაქსის ლიცენზიის აღება მოქალაქეებს მომავალშიც შეეძლებათ, თუმცა ორშაბათიდან, 1-ლი ოქტომბრიდან, ლიცენზიის გარეშე მოძრავი ტაქსი დაჯარიმდება. 

მერიის ინფორმაციით, ამჟამად გაცემულია ტაქსის 9600-ზე მეტი ლიცენზია.

კომენტარები