პრეზიდენტობის კანდიდატი

ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ზურაბიშვილს კაცმა მოღალატე უწოდა, მას დარბაზი დაატოვებინეს

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვა გააწყვეტინა და მოღალატე უწოდა.  

კაცის რეპლიკას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ზურაბიშვილის მხარდამჭერები კაცის დარბაზიდან გაყვანას ცდილობდნენ. თავად საპრეზიდენტო კანდიდატი კი ამბობდა, რომ მისთვის თავი დაენებებინათ.

"რისი თქმაც მინდოდა ვუთხარი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არის მოღალატე და არ აქვს უფლება ამ ქალბატონს იყოს პრეზიდენტი",- თქვა კაცმა, დარბაზის დატოვების შემდეგ. 

დღეს ქართულმა ოცნებამ ენმ-ის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებტან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა და ზურაბიშვილის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

კომენტარები