კრიმინალი

ცოლიზე ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

www.geo.tv

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ცოლის მიმართ ფიზიკური და სისტემატიური ფსიქიკური ძალადობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეტა მიუსაჯა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ა. სისტემატურად, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობდა მეუღლეზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ამცირებდა მას და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 13 ივლისს, თბილისში, დააკავეს. გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები