ბავშვზე ძალადობა

მცირეწლოვნების ცემასა და ძალადობისთვის ბრალდებულ ძიძას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ShutterStock

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცემასა და ძალადობისთვის ბრალდებული ი.ტ. დამნაშავედ ცნო. 

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 ივნისს, ქ.თბილისში, ძიძამ სცემა მისთვის მოსავლელად მიბარებული 6 თვის ბავშვები და ასევე, მათზე ფიზიკურად იძალადა. 

"სამართალდამცველებმა ი.ტ. 2018 წლის 26 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ა და გ ქვეპუნქტით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები