პორნო

დაქორწინებული წყვილები, რომლებიც პორნოს უყურებენ უფრო დიდი შანსია რომ დაშორდნენ - კვლევა

Time.com

დაქორწინებული წყვილები, რომლებიც პორნოს უყურებენ, ორჯერ უფრო დიდი შანსია რომ დაშორდნენ, ვიდრე ის წყვილები, რომლებიც არ უყურებენ - კვლევა ამერიკის სოციოლოგთა ასოციაციამ ჩაატარა.

კვლევის ჩატარების დროს გამოიკითხა დაახლოებით 2 000 ადამიანი სამ განსხვავებულ დროს. იყო შემთხვევები, რომ ადამიანები პირველი ინტერვიუს დროს სულაც არ უყურებდნენ პორნოს, თუმცა მეორე ინტერვიუს ჩატარებისას მათ ყურება უკვე დაწყებული ჰქონდათ, ან პირიქით.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების 11% მეუღლეს გაშორდა, რომლებმაც პორნოს ყურება პირველ და მეორე ინტერვიუს შორის დაიწყეს. ქალების შემთხვევაში მაჩვენებელი უფრო მაღალია - ქალების 16% მეუღლეს გაშორდა, მას შემდეგ რაც პორნოს ყურება დაიწყეს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ წყვილებზე პორნოს ნაკლებად ნეგატიური გავლენა აქვს, თუ ისინი მას ერთად უყურებენ.

შესაძლოა კვლევის შედეგის მიზეზი ის იყოს, რომ წყვილები პორნოს ყურებას მაშინ იწყებენ, როდესაც ურთიერთობა აღარ აკმაყოფილებთ?

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ურთიერთობის ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც პორნოსა და განქორწინებების შესახებ კავშირზე ვსაუბრობთ. გასაკვირია, მაგრამ ყველა გამოკვლევის შედეგი ანახებს, რომ პორნოს ყურება უფრო მეტად კაცებს აზარალებთ. ამის მიზეზი შესაძლოა ის არის რომ კაცები პორნოს მხოლოდ მასტურბირებისთვის უყურებენ", - თქვა ოკლაჰომას უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორმა.

კომენტარები