Metallica

Metallica ვისკის წარმოებას იწყებს

ამერიკული ჯგუფი Metallica ვისკის წარმოებას იწყებს.

ალკოჰოლურ სასმელს "Blackened" ჰქვია და მისი სლოგანი "მომავლის ვისკი" იქნება.

პირველი 5,000 ბოთლის ონლაინ შეძენისას, მყიდველები მუსიკალური პლატფორმების Spotify და Apple Music საკუთარ ანგარიშებზე, ბონუსად ბენდის წევრების მიერ შედგენილ Metallica-ს სიმღერების ფლეილისტსაც მიიღებენ.

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Metallica 1981 წელს ჩამოყალიბდა. ბენდი 9 გრემის ფლობელია და 125 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 

 

კომენტარები