არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა შეუწყდა

საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ორმაგი მოქალაქეობა დათმო. მისი თქმით, 23 აგვისტოს ოფიციალურად შეუწყდა საფრანგეთის მოქალაქეობა. 

"საფრანგეთის პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორივემ მოაწერეს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვით 23 აგვისტოდან აღარ ვარ საფრანგეთის მოქალაქედ. ვიქნები ამ დღიდან მხოლოდ ქართველი და საქართველოს მოქალაქე,"- ამბობს ზურაბიშვილი. 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები - პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არ შეიძლება საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ. 

საინტერესოა, რომ რომ რამდენიმე თვის წინ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურის ნომინირება არ შეეძლოთ. საპარლამენტო უმრავლესობამ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად დასახელებამდე ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში, რის შედეგადაც კენჭის ყრის უფლება მიეცათ იმ კანდიდატებს, რომლებიც მართალია ორმაგი მოქალაქეები არიან, თუმცა შესაბამისი განცხადება მეორე ქვეყნის მოქალაქეობის დათმობის შესახებ უკვე დაწერილი აქვთ. 

კომენტარები