ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით პრეზიდენტ აშრაფ ღანის სატელევიზიო მიმართვისას თალიბანმა პრეზიდენტის სასახლეს 2 რაკეტა ესროლა.
პირველი რაკეტა სასახლესთან ახლოს ჩამოვარდა, ხოლო მეორე ქაბულში აშშ-ის საელჩოსა და ნატოს შტაბთან ახლოს. პოლიციის თქმით არავინ დაშავებულა.
რაკეტების აფეთქების ხმა პირდაპირ ეთერში ისმოდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობას 'იდ ალ-ადჰას (ყურბან-ბაირამი) დღესასწაულს ულოცავდა.
პრეზიდენტმა მისალოცი სიტყვა შეწყვიტა და თქვა "თუ მათ ჰგონიათ, რომ სარაკეტო თავდასხმებით დაიმორჩილებენ ავღანელებს, ცდებიან."
სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.