ემინემმა 12 წამში 123 მარცვალი წარმოთქვა და საკუთარი რეკორდი მოხსნა

10 აგვისტოს ამერიკელმა მომღერალმა ნიკი მინაჟმა ახალი ალბომი Queen გამოუშვა. ალბომში შესულია სიმღერა, სახელწოდებით Majesty, სადაც ის რეპერ ემინემთან და ბრიტანელ მომღერალ Labrinth-თან ასრულებს. 

Genius-ის ერთ-ერთმა მკითხველმა დაითვალა, რომ ამ სიმღერაში ემინემმა 12 წამში 123 მარცვალი წარმოთქვა და ამით, მან თავისი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2013 წლის კომპოზიციაში Rap God დაამყარა. 

Genius-მა ეს გამოთვლა დაადასტურა. როგორც გამოცემა წერს. რეპერი წამში 10,3 მარცვალს წარმოთქვამდა. ამასთან, Rap God-ი სიმღერაში სიტყვების რაოდენობის მიხედვით გინესის რეკორდსმენია. სიმღერაში 1560 სიტყვაა.

კომენტარები