დემი ლოვატო

დემი ლოვატო საავადმყოფოდან გაწერეს

ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო, რომელიც 25 ივლისს ჰეროინის ზედოზირების შედეგად საავადმყოფოში მოხვდა, გუშინ გაწერეს. 

მომღერლის მეგობრების თქმით, ის სრულად გადართულია თავის ჯანმრთელობაზე. ლოვატო რეაბილიტაციის კურსს გააგრძელებს. 

2 დღის წინ, მომღერალმა პირველი პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ზედოზირების შედეგად საავადმყოფოში მოხვდა. 

"ეს არის დაავადება, რომელიც დროთა განმავლობაში არ ქრება. ეს არის ის, რისი გადალახვის პროცესში მუდმივად ხარ",- დაწერა მომღერალი instagram- ზე.  

ლოვატომ ფანებსა და ოჯახს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მე ბრძოლას ვაგრძელებ!"- დაწერა მომღერალმა. 

25 წლის დემი ლოვატო​ წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობდა. მომღერლის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კვებითი დარღვევების პრობლემები წლებია განხილვის საგანია. 2017 წელს მან თქვა, რომ სიფხიზლის 6 წელი აღნიშნა. თუმცა 2018 წლის ივნისში მან სიმღერა Sober გამოუშვა, სადაც ის ამბობს, რომ სასმელს კვლავ იღებს, რისთვისაც დედ-მამას და ფანებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები