დემი ლოვატო

დემი ლოვატომ მოჰყვა, როგორ გაუმხილა მშობლებს რომ სექსუალურად ფლუიდურია

Variety

დემი ლოვატომ, რადიოში, ენდი კოენის გადაცემაში, გაიხსენა, როგორ გაუმხილა მშობლებს, რომ სექსუალურად ფლუიდური ადამიანია. 

"ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაში ვარ. მშობლებისთვის 2017 წლამდე არ მითქვამს, რომ შესაძლებელია ქალთან ურთიერთობა მქონდეს. როდესაც ეს ვუთხარი, ძალიან ვინერვიულე, ტირილი დავიწყე, მაკანკალებდა, თუმცა ჩემმა არაჩვეულებრივმა მშობლებმა მხარი დამიჭირეს. ეს ემოციური და ლამაზი მომენტი იყო."

ლოვატოს თქმით მას ეს მხარდაჭერა არ გაჰკვირვებია, თუმცა დედის რეაქციაზე უფრო დარდობდა. 

"ყველაზე მეტად დედაზე ვნერვიულობდი. თუმცა მან მითხრა, რომ მისთვის ჩემი ბედნიერება იყო მთავარი. ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში."

კომენტარები