დემი ლოვატო

დემი ლოვატო ტრამპს: ხალხი კვდება, შენ კი ჯიბეს ისქელებ

Hollywood Life

ამერიკელმა მომღერალმა დემი ლოვატომ ახალი სიმღერა Commander In Chief გამოუშვა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკაა. 

"მხედართმთავარო, როგორ გძინავს ღამე? იცი კი სიმართლე? ხალხი კვდება, შენ კი ჯიბეს ისქელებ, მხედართმთავარო, რა შეგრძნებაა, როდესაც სუნთქვა შეგიძლია". – მღერის ლოვატო მისამღერში.

რამდენიმე საათის წინ გამოსული ტრეკის შესახებ მომღერალმა CNN-ის ეთერში ილაპარაკა:

"სულ მინდოდა, პრეზიდენტისთვის კითხვები დამესვა. მერე ვიფიქრე, რომ სიმღერით აზრით გამოხატვა გაცილებით უფრო კარგი იქნებოდა, მთელი მსოფლიო გაიგებს ჩემს კითხვებს და მოითხოვს მისგან პასუხებს". – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

კომენტარები