აღმოსავლეთ ავღანეთში, ქალაქ ღარდეზში მდებარე შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 40.
თავდასხმის დროს მეჩეთში 60-ზე მეტი ადამიანი ლოცულობდა. ორი თავდამსხმელიდან ერთმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, ხოლო მეორემ მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.