ტრანსპორტი

მერია Man-ისგან 45 მილიონ ლარად, 90 ცალ დიზელზე მომუშავე ავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 45 მილიონ ლარად 90 ახალ ავტობუსს ყიდულობს. ტენდერში ერთადერთი განაცხადი კომპანია თეგეტა Truck & Bus-მა წარადგინა, რომელიც მერიას City M-ის კატეგორიის ავტობუსები შესთავაზა. ამ დროისთვის წინადადების განხილვა დასრულებულია და კომპანიასთან გასაფორმებელი კონტრაქტი მზადდება. 

ერთი ავტობუსის ღირებულება 500,000 ლარია, სწორედ ეს იყო მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის სავარაუდო შესასყიდი ფასიც. 

10.5 მეტრის სიგრძის ავტობუსებს მაქსიმუმ 82 მგზავრის დატევა შეეძლება. მერია ახალი ავტობუსების მეშვეობით ბოგდანის მარკის მოძველებული ავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს. 

Man-ის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები მერიის მიერ მოთხოვნილ ნორმებთან მიმართებით ასეთია:

სიგრძე - 10.5 მეტრი, სიგანე 2.5 მეტრი, სიმაღლე 2.758 მეტრი, დასაჯდომი ადგილები 27+1, მაქსიმალური რაოდენობა 82 მგზავრი, ძრავის ტიპი - დიზელი ევრო 6, წონა 16.6 ტონა.

მერიას ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაეშალა, მაშინ დედაქალაქი 100 ავტობუსის შეძენას გეგმავდა. 

კომენტარები