ნარკოტიკების აღმომჩენი ძაღლი, რომელიც კოლუმბიის აეროპორტში მუშაობდა, სამსახურიდან დაითხოვეს და სხვაგან წაიყვანეს, რადგან კრიმინალურმა დაჯგუფებამ მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესა.
სპეცსამსახურების ინფორმაციით, "Urabeños"-ის კრიმინალური დაჯგუფება გერმანული შეპარდის თავში 70 000 ამერიკულ დოლარს იხდის. მათ ეს ჯილდო მას შემდეგ დააწესეს, რაც ძაღლმა აეროპორტში დაჯგუფების კუთვნილი 10 ტონა კოკაინი აღმოაჩინა.
"Urabeños"-ის კრიმინალური დაჯგუფება ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დაჯგუფებაა კოლუმბიაში.