მაშველები

მაშველებმა ურეკში ექვსი ტურისტი დახრჩობას გადაარჩინეს [video]

მაშველებმა ურეკში ექვსი ტურისტი დახრჩობას გადაარჩინეს. ვიდეო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Facebook გვერდზე გაავრცელა. 

უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ზღვაში რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იყვენენ და შველას ითხოვდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, 1 მაისიდან 25 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, მაშველებმა 36 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს.

კომენტარები