ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული სმიტების ოჯახის ორი წევრი მოკლულია - კაცი და ბავშვი, ქალი კი გაქცევისას ხევში გადავარდა.
19 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს ბრალი გუშინ წარუდგინეს, მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა.
მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა.