სარჩელი

ზვიად კუპრავამ სოფო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ზვიად კუპრავამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 

კუპრავა კილაძეს ჯაშუშობასა და თვალთვალში ადანაშაულებს და პროკურატურაში განცხადება იმიტომ შეაქვს, რომ გაიგოს თუ საიდან ჰქონდა დეპუტატს ინფორმაცია მისი ვილნიუსში ყოფნის შესახებ.

კუპრავას ვილნიუსში ვიზიტის შესახებ შეკითხვა, სოფო კილაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაუსვა. კუპრავა ეჭვობს, რომ მას ქვეყნის სპეცსამსახურები უთვალთვალებენ.

"უცხო ქვეყანაში ადამიანის თვალთვალი ეს არის ჯაშუშური თვალთვალი. დაიწყოს აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, დაიკითხოს ქალბატონი სოფო, უფრო დააკონკრეტოს საიდან იცოდა, რომ მე ვიყავი ვილნიუსში, შესაბამისად პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც ჩემს მიმართ ჯაშუშურ ქმედებას ახორციელებდნენ. მე ნამდვილად ვიყავი ვილნიუსში, მაგრამ არ შეიძლება სოფოს ეს ინფორმაცია სცოდნოდა" - ამბობს კუპრავა.

თუმცა, სოფო კილაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია, რომელზეც მას კუპრავა ედავება, საჯაროა.

კომენტარები