ავტოსაგზაო შემთხვევა

წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

flickr

წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1988 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა.

ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს რამდენიმე საათის წინ შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

კომენტარები