ფეხბურთის ჩემპიონატი

მოსკოვში, ორ არგენტინელ გულშემატკივარს მე-6 სართულიდან გადავარდნილი კაცი დაეცა

Wall Street Journal

მოსკოვში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული ორი არგენტინელი ტურისტი უჩვეულო უბედური შემთხვევით საავადმყოფოში აღმოჩნდა. მათ მეექვე სართულიდან ჩამოვარდნილი მამაკაცი დაეცა. შედეგად, არგენტინელები, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩამოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის მრავლობითი ტრავმით რეანიმაციაში გარდაიცვალა.

შემთხვევა 16 ივნისს, ვასილევკის ქუჩაზე მოხდა. სტუმრები არგენტინა-ისლანდია მატჩის დასრულების შემდეგ სასტუმროში ბრუნდებოდნენ.

კომენტარები