ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

კახიძე: ქართულ ოცნებას აღარ აქვს იმის ნდობა, რომ მთავარი პროკურორი შეარჩიოს

ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ კვირიკაშვილის პირობა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შეირჩეოდა მაღალი ლეგიტიმაციით, ფართო საზოგადოების ჩართულობით, არასამთავრობო სექტორის, ფართო პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და ეს პირობა საზოგადოებამაც მიიღო, როგორც მზაობა, რომ რეალურად აქვს ხელისუფლებას ნება დანიშნოს მიუკერძოებელი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი. სამწუხაროდ, ჩვენ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ პრემიერის განცხადების სასწინააღმდეგო მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის ფიგურა შეირჩევა მათი გუნდის მეშვეობით. ამგვარი მიდგომა ევროპული საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

ქართულ ოცნებას აღარ აქვს იმის ნდობის მანდატი, რომ შეარჩიოს მთავარი პროკურორი, მითუმეტეს საკუთარი გუნდის შიგნით. ჩვენ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს მიცემული პირობა, მოუსმინოს საპარლამენტო ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ შევთავაზეთ მათ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა, რომლის პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს.

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძის მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.

კომენტარები