ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა სოციალური პროგრამა წარადგინა

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ქვემო ფონიჭალაში სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

"ჩვენი ძალიან კონკრეტული დათვლით, კარგად შესწავლილი რიცხვებით ჩვენ შეგვიძლია თბილისელებს, ყველა პენსიონერს შევთავაზოთ - 50 ლარის დანამატი პენსიაზე. ასევე, ყველა სოციალურად დაუცველს შევთავაზოთ 150 ლარიდან 520 ლარამდე დანამატი სოციალურ დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ. სოციალური დახმარება არ არის ის მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა შევთავაზოთ ადამიანებს. ეს არის უბრალოდ გარდაუვალი აუცილებლობა, რომ მოვიჭიროთ ქამრები და მივცეთ გაჭირვებულებს" , - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები